წაკითხვის სავარაუდო დრო - 2 წუთი

ყველასთვის ნაცნობია რუტინა - საწოლში წევხარ, ძალაგამოცლილი და ძილის სურვილი გაქვს. მაგრამ, როგორც ჩანს, ტვინს სხვა იდეები აქვს. მაშინ როცა ჩაძინების რეჟიმში გინდა გადახვიდე, იწყებ დღის ყველაზე სამარცხვინო, საწუწუნო და შემაწუხებელი ფიქრების ამოტივტივებას. მაგალითად, როცა ნაცნობს ხვდები, ის მეგობრულად გკითხულობს, შენი ოჯახის წევრების შესახებაც გეკითხება -  შენ კიდე მისი სახელიც არ გახსოვს.  ან მარტივად, გეფიქრება იმაზე, რომ შენს ოჯახის წევრებთან ვერ ატარებ ხარისხიან დროს და უკვე რამდენიმე კვირაა ბებო ან ბაბუ არ მოგიკითხავს. 

ერთი კონკრეტული სახელი არ აქვს ამ გამოცდილებას - ამიტომ , შეგვიძლია - "ძილისპირული ფიქრები" დავარქვათ. 

შეიძლება გეგონოთ, რომ თქვენი ტვინი გტანჯავთ, მაგრამ კლინიკური ფსიქოლოგის დებორა ვერტესის აზრით, ჩვენ ამას საკუთარი თავის დაცვის პრიმიტიული საჭიროებიდან გამომდინარე ვაკეთებთ.

"მონადირე-შემგროვებელობის დროში და ახლაც, თუ ყურადღებას არ ვაქცევთ კლდის პირა ჩასავარდნს ან ვეფხვს, რადგან ლამაზი მზის ჩასვლის ყურებით ვართ გართული, ამან ჩვენი სიცოცხლე, შეიძლებოდა იმსხვერპლოს", - ამბობს  ვერტესი.

ასე რომ, თუ შეამჩნევთ თქვენს თავს, რომ სამსახურში დაშვებული შეცდომების გამო თავს იტანჯავთ, სავარაუდოდ ენერგია გაქვთ გამოცლილი, საფრთხეს გრძნობთ და ეძებთ საარსებო წყაროს ფიქრებში. ქალბატონი ვერტესი სპეციალიზირებულია Mindfulness პრაქტიკაში და ამბობს, რომ ტვინის ყურადღების გადატანა დაგეხმარებათ ფიქრების დალაგებაში.

” Mindfulness პრაქტიკით თქვენ ავარჯიშებთ გონებას მასზე დაკვირვებით,  და არა  აზრის შინაარსობრივი შეფასებით”, - ამბობს ის.

” ეს ჰგავს, უკან ნაბიჯის გადადგმას და შენს აზრებზე და ფიქრებზე დაკვირვებას მათში ჩაძირვის გარეშე.”

სრული სტატიის ლინკი : https://www.abc.net.au/everyday/why-we-get-negative-thoughts-before-bed/10581594

სტატიის ავტორი /მთარგმნელი - ხათუნა გოგუაძე, 2021-03-02


კომენტარები